კონფერენს ლიგა | „ანორთოსისი“ „გენტთან“ ვერაფერს გახდა - ქართველებიდან მხოლოდ კაჭარავამ ითამაშა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ანორთოსისი“ „გენტთან“ ვერაფერს გახდა - ქართველებიდან მხოლოდ კაჭარავამ ითამაშა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „გენტმა“ „ბ“ ჯგუფში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ორივე გუნდში 4 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, მაგრამ სამწუხაროდ, მხოლოდ ერთმა ითამაშა. „გენტში“ არ იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელსაც ტრავმა აღმოაჩნდა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ​ჰაინ ვანჰაზებრუკმა დაასვენა.

მოულოდნელი იყო კვიპროსელთა შემადგენლობა. თემურ ქეცბაიამ ძირითად შემადგენლობაში არც ერთი ქართველი არ დააყენა, გიორგი ლორიას ნაცვლად კარში ასაფ ცური ვიხილეთ. ლორია ნიკა ნინუასთან ერთად ბოლომდე სათადარიგოებში დარჩა. 78-ე წუთზე შეცვლაზე მხოლოდ ნიკა კაჭარავა შევიდა.

გელამჰო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ბელგიელებიდან თავი ტარიქ ტისუდალმა (28 წუთი) და სვენ კუმსმა (81) გამოიჩინეს.

გენტმა“ 2 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ბელგრადის „პარტიზანთან“ ერთად ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს. „ანორთოსისი“ კი ესტონურ „ფლორასთან“ ერთად უქულოდ ბოლო ადგილზეა.

მესამე ტურის მატჩები 21 ოქტომბერს გაიმართება. „ანორთოსისი“ „ფლორას“ უმასინძლებს, ხოლო „გენტი“ „პარტიზანს“ სერბეთში ესტუმრება.