კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია - კოსოვოს, ლიხტენშტაინისა და ლიეტუვას გუნდები პირველად ითამაშებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე #1TVSPORT
კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია - კოსოვოს, ლიხტენშტაინისა და ლიეტუვას გუნდები პირველად ითამაშებენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე #1TVSPORT

ცნობილი გახდა კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე. 32 გუნდი წილისყრისთვის, რომელიც 26 აგვისტის გაიმართება, ოთხ კალათად დაიყო.

 

I კალათი – ვილიარეალი, ბაზელი, სლავია, ალკმაარი, გენტი, ბაშაქშეჰირი, პარტიზანი, ვესტ ჰემი;

II კალათი – კლუჟი, მიოლდე, სტიაუა, ფიორენტინა, კიოლნი, ჰაპოელი (ბ-შ), აპოლონი, სლოვანი;

III კალათი – ნიცა, ანდერლეხტი, ჟალგირისი, აუსტრია, ჰართსი, შემროკი, შივასი, ვადუცი;

IV კალათი – დნიპრო, ლეხი, სლოვაცკო, სილკებორგი, იურგორდენი, პიუნიკი, რიგასი, ბალკანი.

 

კონფერენციის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 28 ქვეყნის გუნდებია წარმოდგენილი.

„ბალკანის“, „იურგორდენს“, „დნიპროს“, „პიუნიკს“, „რიგასს“, „სილკებორგს“, „სლოვაცკოს“, „ვადუცსა“ და „ჟალგირისს“ დებიუტი ექნებათ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.

კოსოვოს („ბალკანი“), ლიხტენშტაინსა („ვადუცი“) და ლიეტუვას („ჟალგირისი“) პირველად ეყოლებათ წარმომადგენელი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე.