კონფერენციის ლიგაზე პლეი ოფის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
კონფერენციის ლიგაზე პლეი ოფის წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2024-25 წლების უეფას კონფერენციის ლიგის პლეი ოფის წილისყრა ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ ძირითადი რაუნდის პირველი რვა გუნდი პირდაპირ გავიდა მერვედფინალში. ესენი არიან:

ჩელსი (ინგლისი), გიმარაეში (პორტუგალია), ფიორენტინა (იტალია), რაპიდი (ავსტრია), იურგორდენი (შვედეთი), ლუგანო (შვეიცარია), ლეგია (პოლონეთი), სერკლ ბრიუგე (ბელგია).

გუნდებმა, რომლებმაც საერთო ცხრილში 9-24 ადგილები დაიკავეს, მერვედფინალში გადასასვლელ პლეი ოფში წილისყრის შედეგეად ასეთი წყვილები ჩამოაყალიბეს:

გენტი (ბელგია)-ბეტისი (ესპანეთი)

კოპენჰაგენი (დანია)-ჰაიდენჰაიმი (გერმანია)

ვიკინგური (ისლანდია)-პანათინაიკოსი (საბერძნეთი)

ბორაცი (ბოსნია)-ოლიმპია (სლოვენია)

ცელიე (სლოვენია)-აპოელ (კვიპროსი)

ომონია (კვიპროსი)-პაფოსი (კვიპროსი)

ბაჩკა ტოპოლა (სერბეთი)-იაგელონია (პოლონეთი)

მიოლდე (ნორბეგია)-შემროკი (ირლანდია)

პირველი მატჩები 13 თებერვალს ჩატარდება, განმეორებითი – 20 თებერვალს. წყვილებში რვა გამარჯვებული მერვედფინალისტებს შეუერთდება. 21 თებერვალს გაიმართება დარჩენილი ეტაპების წილისყრა. მერვედფინალები ჩატარდება 6 და 13 მარტს.

უკვე ცნობილია, რომელი წყვილების გამარჯვებულები შეხვდებიან მერვედფინალში პირდაპირ გასულებს. მაგალითად, „ჩელსი“ და „გიმარაეში“ 1/8 ფინალში შეხვდებიან გენტი-ბეტისის და კოპენჰაგენი-ჰაიდენჰაიმის წყვილებში გამარჯვებულებს.