კომპლექსს, სადაც ამერიკის ღია პირველობა იმართება, საავადმყოფოდ გადააკეთებენ - ჩოგბურთი
ნიუ იორკში ნაციონალურ საჩოგბურთო ცენტრს, სადაც ამერიკის ღია პირველობა იმართება, ახალი კორონავირუსის გამო, დროებით სავადმყოფოდ გადააკეთებენ. როგორც იტყობინებიან, კომპლექსში 350 საწოლი განთავსდება. გარდა ამისა, ლუი ამსტრონგის სახელობის კორტების სამზარეულო მზა საჭმელებით ექიმებს, პაციენტებს და დამხმარე პერსონალს გამოკვებავს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მომაცემებით, კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობით ამერიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ნიუ იორკი კი პანდემიის ცენტრია.