კომპანია ნაიკი ცდილობს, ზაიონ ვილიამსონის ფეხსაცმლის დაზიანების მიზეზი დაადგინოს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მიმდინარე წლის დრაფტის სავარაუდო პირველი ნომერი ზაიონ ვილიამსონი დაშავებულია.
დიუკის ლიდერმა დაზიანება ჩრდილოეთ კაროლინასთან გამართული მატჩის დროს მიიღო. ზაიონს კომპანია ნაიკის დამზადებული ფეხსაცმელი გაეხა და მუხლი დაუზიანდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ახალგაზრდა ტალანტის ტრავმა მძიმე არ აღმოჩნდა და ის პარკეტს მალე დაუბრუნდება.
ნაიკი კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას გეგმავს. კომპანიას ფეხსაცმლის დაზიანების მთავარი მიზეზის გარკვევა სურს. თემასთან დაკავშირებით ნაიკის ხელმძღვანელობა მედიასთან შეხვედრასაც გეგმავს.