„კომომ“ 48 წლის ტოტის სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT
„კომომ“ 48 წლის ტოტის სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შესთავაზა #1TVSPORT

„რომას“ ლეგენდარულ ნახევარმცველს, ფრანჩესკო ტოტის ფეხბურთში დაბრუნება შესთავაზეს.

უფრო ადრე 48 წლის ექსფეხბურთელმა დაუშვა კარიერის განახლება: „ეს ხუმრობა არ არის. სავსებით სერიოზულად ვარ განწყობილი. ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნება სხეულს“.

გაზეთი La Repubblica ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი კლუბი, რომელიც ტოტის დაუკავშირდა, იყო სერია A-ში მოთამაშე „კომო“. „რომას“ ყოფილ კაპიტანს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე შესთავაზეს.