კოლუმბიაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკლეს
კოლუმბიაში მსოფლიოს ჩემპიონი მოკლეს

ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონი ფრანსისკო ანტონიო მოსკერა ვალენსია კოლუმბიაში ქალაქ პალმირში მოკლეს, – იტყობინება კოლუმბიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

სპორტსმენი ღამის კლუბში მომხდარ ინციდენტს ემსხვერპლა. მას მუხლისა და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ქალაქის მთავრობამ მკვლელის პოვნაში დახმარებისთვის ჯილდოდ 3300 დოლარი დააწესა.

მოსკერამ, რომელიც 69-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, 2016 წლის ოლიმპიადაზე მე-15 ადგილი დაიკავა, ამავე წლის ნოემბერში კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.