კოლუმბიას კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს - ტურნირი მთლიანად არგენტინაში გაიმართება #1TVSPORT
კოლუმბიას კოპა ამერიკას მასპინძლობის უფლება ჩამოართვეს - ტურნირი მთლიანად არგენტინაში გაიმართება #1TVSPORT

კოლუმბიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური არეულობებისა და კორონავირუსის პანდემიის გაუარესებული სიტუაციის გამო, ქვეყანას 2021 წელს კოპა ამერიკის მასპინძლობის უფლება ჩამოერთვა.

როგორც ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს, სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციას ამ ნაბიჯის გადადგმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშმა აიძულა. მასში ეჭვქვეშ იყო დაყენებული კოლუმბიაში მოგზაურობის უსაფრთხოება.

საბოლოოდ, კონფედერაციამ გადაწყვიტა, რომ ტურნირი მთლიანად არგენტინაში ჩატარდეს. ოფიციალურად ამის შესახებ უახლოეს საათებში გამოცხადდება.

კოპა ამერიკა 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.