„კოლოსმა“ გაგნიძე წარადგინა - ახალგაზრდა ფეხბურთელი „დილას“ დაემშვიდობა #1TVSPORT
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (12 მატჩი) ყოფილი ნახევარმცველი ნიკა გაგნიძე უკრაინულმა კლუბმა, კოვალივკას „კოლოსმა“ წარადგინა.
„ნიკა გაგნიძე – „კოლოსის“ მოთამაშე!
საფეხბურთო კლუბმა, „კოლოსმა“ და საფეხბურთო კლუბმა, გორის „დილამ“ მიაღწიეს შეთანხმებას ფეხბურთელის ჩვენს გუნდში ტრანსფერზე, ამიტომ მოხარულნი ვართ წარმოგიდგინოთ ახალწვეული – ნიკა გაგნიძე!
ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი გაგნო (ჩვენი ახალწვეულის მეტსახელი) „დილას“ გუნდში 2019 წლიდან თამაშობს, 2022/2023 სეზონში კი იჯარით ითამაშა თურქეთის ჩემპიონატის „უმრანიესპორში“ (ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარა და ერთი – თასზე).
წელს საქართველოს ჩემპიონატში „დილას“ შემადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ორი გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეროვნული ლიგის (საქართველოს ჩემპიონატი) პირველ ტურში ნიკა საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
მან 5 მატჩი ჩაატარა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში, ხოლო 12 მატჩი – ახალგაზრდულ ნაკრებში. გილოცავთ კოვალივკას საფეხბურთო ოჯახში მოხსვლას, გაგნო! კეთილი იყოს შენი მობრძანება, მეგობარო“, – წერია კლუბის განცხადებაში.
ნიკა გაგნიძე კი გორის „დილას“ დაემშვიდობა:
„დიდი მადლობა ერთად გატარებული უამრავი მოგონებისთვის. განსაკუთრებული მადლობა გულშემატკივარს და, რა თქმა უნდა, გუნდის ფანკლუბს, რომლის მხარდაჭერასაც ყოველთვის ვგრძნობდი. წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე“.