კოლო მუანი „მანჩესტერის“, „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ სატრანსფერო სამიზნეა - „აინტრახტი“ 100 მილიონ ევროს ითხოვს #1TVSPORT
„აინტრახტის“ თავდამსხმელი კოლო მუანი არაერთი ევროპული გუნდის, მათ შორის „ბიერნის“, „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ სატრანსფერო სამიზნეა, – იუწყება L‘Equipe.
გამოცემის ინფორმაციით, „აინტრახტის“ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ არის, 24 წლის ფრანგი გაასხვისოს, მაგრამ ტრანსფერის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ადრე გერმანული კლუბი თავდამხმელს 80 მილიონად აფასებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში კოლო მუანის კარგი თამაშის გამო თანხა 20 მილიონით გაზარდა.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა „აინტრახტის“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.