კოლო-მუანი ბუნდესლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT
კოლო-მუანი ბუნდესლიგის 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია #1TVSPORT

გერმანულმა გამოცემა Kicker-მა გამოკითხვა ჩაატარა ბუნდესლიგის ფეხბურთელებს შორის, რომელსაც უნდა გამოერკვია გერმანიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

დასრულებულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშე გახდა „აინტრახტის“ ფორვარდი რანდალ კოლო-მუანი. მან ხმების 24.2 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, 17.5 პროცენტი), მესამეზე – ნიკლას ფიულკრუგი (ვერდერი, 11.9 პროცენტი).

საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს „უნიონის“ დამრიგებელი ურს ფიშერი – ხმების 21.8 პროცენტი. მას სულ ცოტათი ჩამორჩა „ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო – 21 პროცენტი.