ფოთის ,,კოლხეთი 1913”-ის ახალი მთავარი მწვრთნელი, იტალიელი რობერტო ლანდი, საქმიანობას შეუდგა. მისი ხელმძღვანელობით კი გუნდში რამდენიმე ლეგიონერი ითამაშებს.
გუნდის მენეჯერმა დავით ქარაულმა პირველ არხს კოლხების ორი ახალწვეულის ვინაობა გაუმხილა. „კოლხეთის“ ღირსებას გაბონის ნაკრების თავდამსხმელი, 23 წლის სერჟ კევინი დაიცავს. ის პორტუგალიური „ბრაგას“ გაზრდილია, პროფესიული კარიერა კი 2013 წელს, „ნოგეირენსეში“ დაიწყო, გამოდიოდა „მარიტიმუს“ დუბლებში. 2015 წლის ზაფხულში „ვიზელში“ გადავიდა და გუნდს „სეგუნდა ლიგაში“ გადასვლაში დაეხმარა.
2016 წლის ზაფხულში „ლეირიაში“ ჩაირიცხა. 2014 წლის 5 მარტს, მაროკოს ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, კევინმა გაბონის ეროვნული ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 2017 წელს მონაწილეობდა აფრიკის თასზე. ტურნირში მან ითამაშა ბურკინა-ფასოს, კამერუნისა და გვინეა-ბისაუს წინააღმდეგ.
მეორე ლეგოიონერი 25 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ლუიზინიო მელოა. მას აქამდე მხოლოდ ბრაზილიაში უთამაშია – ბოლოს რეგიონული ლიგის „ბარესტოსის“ ღირსებას იცავდა. „კოლხეთი“ მისთვის პირველი უცხოური კლუბი იქნება.