ფოთის ”კოლხეთი 1913” პირველი გუნდია, რომელმაც მიმდინარე საფეხბურთო სეზონში მთავარი მწვრთნელი გაუშვა – 56 წლის რუს სპეციალისტ კონსტანტინ გალკინს კონტრაქტი ცუდი შედეგების გამო შეუწყვიტეს.
მის შემცვლელად “კოლხეთი 1913” კიდევ ერთ რუსს, ვიქტორ დემიდოვს განიხილავს, რომელიც უკვე საქართველოშია, კლუბთან მოლაპარაკებას ასრულებს და ორი დღეა, რაც გუნდს ავარჯიშებს. თუმცა, ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებია.
დემიდოვი საქართველოში უკვე მუშაობდა – 2016 წელს, 53 წლის მწვრთნელმა ლანჩხუთის “გურია” ჩაიბარა, თუმცა 2 თვეში ცუდი შედეგებისთვის გაათავისუფლეს.