„კოლხეთმა“ პირველად გაიმარჯვა
„კოლხეთმა“ პირველად გაიმარჯვა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეოთხე ტურის შეხვედრები დასრულდა. ბოლო მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც „სამტრედიამ“ ფოთის „კოლხეთს“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში 54-ე წუთზე სტუმართა შემტევმა ნახევარმცველმა, ლადო გოგბერაშვილმა გახსნა, რომელმაც 58-ე წუთზე სამტრედიელთა კარი მეორედაც აიღო და დუბლი შეასრულა – 0:2.

დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლას ორივე გუნდი ცდილობდა, მაგრამ საბოლოოდ, „კოლხეთმა“ 0:2 გაიმარჯვა, სეზონში პირველად მოიპოვა სამი ქულა და მეშვიდე ადგილზე დაწინაურდა. „სამტრედია“ კი სამი ქულით ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზე დაქვეითდა.

გათამაშებას „საბურთალო“ ლიდერობს, რომელმაც ოთხ ტურში ოთხი მოგებით 12 ქულა დააგროვა და თბილისის „დინამოს“ სამი ქულით უსწრებს, მესამეზე კი რვა ქულით საჩხერის „ჩიხურაა“.