ფოთის „კოლხეთმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება ვერ მოიპოვა, კონკურენტთან სხვაობა მხოლოდ მცირედ შეამცირა და ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში დარჩენის შანსი მინიმუმამდე შეიმცირა.
ფოთის „პარკი არენაზე“ გამართულ ამ შეხვედრაშ ანგარიში 76-ე წუთზე კოლხების მცველმა, მურად აფხაზავამ გახსნა. ფოთელებმა გამარჯვება ხელიდან დამატებულ წუთებზე გაუშვეს: 90+1-ე წუთზე, ლევან ხმალაძემ წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ, ფრე 1:1.
30 ტურის შემდეგ „სიონმა“ 25 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა, „კოლხეთი“ კი 14 ქულით ისევ ბოლო პოზიციაზეა და „სამტრედიასთან“ სხვაობის შემცირების ეს მშვენიერი შანსიც ხელიდან გაუშვა.