„კოლხეთმა“ „გონიო“ ბართიშვილისა და გრიგალავას გოლებით დაამარცხა #1TVSPORT

20:30, 12.07.2025

ფოთის „კოლხეთმა“ „გონიოსთან“ საკონტროლო შეხვედრა გამართა და 3:1 დაამარცხა.

ბათუმის საფეხბურთო ცენტრში გამართული დაპირისპირების პირველ ნახევარში მეორე ლიგის „გონიო“ კარგად გამოიყურებოდა, გია აფხაზავას გოლით დაწინაურდა და უპირატესობა მოიპოვა.

„კოლხეთმა“ მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა, რაც შეცვლაზე შესული მოთამაშეების დამსახურებაა. 16 წლის ანდრია ბართიშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი ბურთი კი 19 წლის რატი გრიგალავამ გაიტანა და ფოთელებმა დამაჯერებლად მოიგეს.


„კოლხეთი“ (ფოთი) – „გონიო“ 3:1


გოლები: 0:1 აფხაზავა (34), 1:1 ბართიშვილი (54), 2:1 გრიგალავა (60), 3:1 ბართიშვილი (77).

„კოლხეთი“: მიჰაელი (ბულისკერია 46), ხური (ფაღავა 46), შრავენი (გრიგალავა 46), გიუნაშვილი (მეიტე 46), შეყილაძე, ტიმი (ჯაბნიძე 83), ვრაჩუ (ბართიშვილი 46), ხარებავა (ფაჩულია 46), პლიუშჩი (ჩიხრაძე 64), ფერეირა (ახალაძე 46), ლეშჩინსკი (ავალიანი 46).

მსგავსი