20 აპრილს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გამართული მე–7 ტურის მატჩის შემდეგ, ფოთის „კოლხეთმა“ პირველად გაიმარჯვა – ეს ეროვნული ლიგის 25–ე ტურში, „პარკი არენაზე“ მოხდა, სადაც ფოთელებმა თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლეს.
სტუმრები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა გოლი ბოლო წამებზე საკუთარ კარში მიიღეს – 90–ე წუთზე, მეკარე რევაზ თევდორაძესთან პირისპირ პეტერსონ კაბორე დარჩა და თბილისელთა კიპერს მთავარმა არბიტრმა წესის დარღვევა დაუფიქსირეს. დაინიშნა პენალტი, რომელიც „კოლხეთის“ უკრაინელმა ლეგიონერმა კირილ დოროშჩენკომ ეფექტურად შეასრულა და გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა 1:0.
25 ტურის შემდეგ „კოლხეთმა“ 12 ქულა დააგროვა, „სამტრედიასთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა და ლიგაში დარჩენის შანსი შეინარჩუნა. საინტერესოა, რომ „კოლხეთმა“ ეროვნულ ლიგაში ბოლო მატჩიც „ლოკომოტივთან“ (3:1) გაიმარჯვა.