„კოლხეთმა“ ახალწვეულები წარადგინა - ფოთელებმა „დინამო თბილისიდან“ მცველი დაიმატეს #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და დაკომპელქტებას განაგრძობს. თურქეთში გამგზავრებამდე გუნდმა ახალწვეულები წარადგინა.
ფოთის „კოლხეთმა“ 25 წლის უკრაინელი მეკარე, დანილო რიაბენკო დაიმატა, რომელმაც ბოლო სეზონი უნგრულ „მეზოკოვეშდში“ გატარა. მას სომხეთისა და ტაჯიკეთის ჩემპიონატებშიც უთამაშია.
ფოთელთა ახალწვეულია კირილ კლიმოვი – 22 წლის თავდამსხმელი, რომელიც გუნდს ხაბაროვსკის სკა-დან შეუერთდა. კლიმოვი „მონაკოს“ სარეზერვო გუნდშიც ირიცხებოიდა, უთამაშია რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში.
„კოლხეთში“ ითამაშებს 26 წლის თავდამსხმელი, გიორგი მელქაძე, რომელიც „სოჭში“ თამაშობდა და გუნდთან კონტრაქტი გაწყვიტა. მელქაძე 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალისტია.
ეროვნული ლიგის დებიუტანტი გუნდის ღირსებას დაიცავს 25 წლის მარცხენა მცველი, ლუკა ლაკვეხელიანი, რომელიც „საბურთალოს“ აღზრდილია, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ბოლოს კი „დინამო თბილისში“ ირიცხებოდა.
„კოლხეთი“ 1-ელ თებერვალს თურქეთში გაემგზავრება და ოცდღიან შეკრებას გამართავს – დავით კვირკველიას გუნდი მოსამზადებელ პერიოდში ექვს ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.