ფოთის „კოლხეთი 1913-მა“ სანაკრებო პაუზით ისარგებლა და უკრაინაში, ჩერნიგოვში ხანმოკლე შეკრება დაგეგმა.
13 ოქტომბერს, ფოთელები შეკრებაზე პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩერნიგოვში გამართავს, სადაც მისი მეტოქე ადგილობრივი „დესნა“ იქნება. პუშჩა-ვოდიცადან სადაც ფოთის გუნდი იმყოფება, ქალაქი ჩერნიგოვი 153 კილომეტრითაა დაშორებული.
გუნდები ამხანაგურად 2016 წელსაც შეხვდნენ ერთმანეთს. ეს მატჩი ურეკში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. ფოთელებიან თავი გურამ გურეშიძემ გამოიჩინა. 14 ოქტომბერს კი „კოლხეთი“ მეორე საკონტროლო მატჩს გამართავს და უკრაინის პრემიერლიგის დონეცკის „ოლიმპიკს“ შეხვდება.