„კოლხეთი 1913“-მა თურქულ შეკრებაზე ყარაღანდის „შახტარს“ მოუგო #1TVSPORT
ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა ყარაღანდის „შახტარის“ წინააღმდეგ გამართა და 3:1 გაიმარჯვა.
ყარაღანდელების ძირითად შემადგენლობაში „თელავის“ ორმა ყოფილმა ფეხბურთელმა ითამაშა – ცენტრალურმა მცველმა, ანტონ თოლორდავამ და ფლანგის შემტევმა, იმედა აშორტიამ, რომელიც გუნდს ცოტა ხნის წინ შეუერთდა.
„კოლხეთი-1913“-მა ყაზახურ გუნდთან დაპირისპირებაში უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვა. ანგარიში დემეტრე გვასალიამ გახსნა, მალე კი გოლი ერეკლე ჯიჯავაძემ გაიტანა. მესამედ მეტოქის კარი გიორგი მელქაძემ აიღო.
მეორე ტაიმში „შახტარმა“ აიბარ აბდულას გოლით სხვაობის შემცირება მოახერხა.
„შახტარი“ – „კოლხეთი 1913“ 1:3 (0:3)
გოლები: 0:1 გვასალია (24), 0:2 ჯიჯავაძე (32), 0:2 კლიმოვი (36), 1:3 აბდულა (73).
„კოლხეთი 1913“: რიაბენკო, ზურაბიანი, ტეამი, გიუნაშვილი, ლაკვეხელიანი, ჯიჯავაძე, გვალია, აბუაშვილი, გვასალია, კლიმოვი, მელქაძე.