„კოლხეთი 1913“-მა კრაკოვის „ვიეჩისტა“ დაამარცხა #1TVSPORT
„კოლხეთი 1913“-მა კრაკოვის „ვიეჩისტა“ დაამარცხა #1TVSPORT

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა თურქულ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო შეხვედრა კრაკოვის „ვიეჩისტასთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა.

ბელეკის სპორტულ კომპლექსში გამართულ დაპირისპირებაში ფოთელები აგებდნენ – ანგარიში 24-ე წუთზე ლინკამ გახსნა. მაგრამ მეორე ნახევარში ორი გოლის გატანა მოახერხეს – დათა სიჭინავამ 64-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, სამ წუთში კი დუბლი შეასრულა და „კოლხეთი 1913“-ს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა.


„კოლხეთი 1913“ – „ვიეჩისტა“ 2:1


14.02.2023. ბელეკი. ამხანაგური მატჩი:

გოლები: 0:1 ლინკა (24), 1:1 სიჭინავა (64), 2:1 სიჭინავა (67).

„კოლხეთი 1913“: ხარშილაძე (70. ფასტოვი). მეგრელიშვილი, ჯაფიაშვილი, ოლხოვი (70. გოგებაშვილი), ფოცხვერია (70. ხინთიბიძე), მესხი (46. გაბელია), ახალაძე, ზურაბიანი (70. გვასალია), მესიაჩენკო (46. სიჭინავა), რობაქიძე (46. სიჭინავა), გავაშელიშვილი.


თურქული შეკრების ბოლო შეხვედრას „კოლხეთი 1913“ 18 თებერვალს ჩაატარებს – ფოთელების მეტოქე უკრაინული გუნდი, ჟიტომირისპოლესიე“ იქნება.