„კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელები განუსაზღვრელი დროით დაითხოვა
„კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელები განუსაზღვრელი დროით დაითხოვა
ვარჯიშები ფოთის „კოლხეთი 1913“-მაც შეაჩერა და ფეხბურთელები უკეთესი დროის იმედით დაითხოვა – ამის შესახებ განცხადება კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
 
„მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სფფ-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი ეგიდით გასამართი ყველა ჩემპიონატი შეაჩეროს. ვითარებიდან გამომდინარე ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ფეხბურთელები განუსაზღვრელი დროით დაითხოვა და სავარჯიშო პროცესს მხოლოდ მაშინ განაახლებს, როცა ქართული ფეხბურთის უმაღლესი ორგანოსაგან შესაბამის განკარგულებას მიიღებს“ – წერია კლუბის განცხადებაში.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეაჩერა.