„კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფილიამ თანამდებობა დატოვა
„კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფილიამ თანამდებობა დატოვა

ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფილიამ თანამდებობა დატოვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთის კლუბ „კოლხეთი 1913“-ის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა განუცხადა.

ინაშვილის თქმით, ფილიას აღნიშნული გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

„სამწუხაროდ და მოულოდნელად დატოვა სოსო ფილიამ თანამდებობა. ამ დრომდე არ ვიცი,  რატომ წავიდა. პირადად მე შევძელი და მოვაგვარე, რაც მან მოითხოვა. ეს იყო გუნდის შეკრება. გავაკეთე ის, რომ კლუბს ნორმალურად ევარჯიშა ჩემპიონატის დაწყებამდე, მაგრამ ყველას გასაკვირად, უარი განაცხადა „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელობაზე. სავარაუდოდ, მიზეზი ის არის, რომ სპორტულ-ტექნიკურმა კომისიამ გუნდს ექვსი ქულა დააკლო“, – განაცხადა ზაზა ინაშვილმა.

სოსო ფილია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სოსო ფილია ფოთის საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის აპრილში დაინიშნა.