“კოლხეთი 1913” ”ანჟისთან” დამარცხდა
“კოლხეთი 1913” ”ანჟისთან” დამარცხდა

ფოთის „კოლხეთი 1913“-მა ორკვირიანი თურქული შეკრება საკონტროლო მატჩით დააასრულა. ბელეკში კოლხები რუსული პრემიერლიგელ მაჰაჩყალის “ანჟის” შეხვდნენ და 1:4 დამარცხდნენ.

მახაჩყალელთა რიგებში, არ უთამაშია მეკარე გიორგი ლორიას. “ანჟიმ” ანგარიში გახსნა, რაზეც ფოთელებმა 37-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევითა და ილია მიხაილოვის გოლით უპასუხეს 1:1. დაღესტანელებმა კოლხებს მაინც აჯობა, მეორე ნახევარში კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.

“ანჟი” – “კოლხეთი 1913” 4:1
“კოლხეთი”: სოლოსინი, ჯიმშელეიშვილი, დანილოვი, გოგონაია, კაკულია, ტყემალაძე, არზიანი, კახელიშვილი, კაბორე, გოგბერაშვილი, მიხალოვი.

”კოლხეთი” სამშობლოში ხვალ, 20 თებერვალს გამოემგზავრება და წინასასეზონო მზადებას ბათუმში გააგრძელებს