ლას ვეგასში გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის 3 სატიტულო ბრძოლა შედგა. ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის მოქმედმა ჩემპიონმა კამარუ უსმანმა ტიტული პირველად კოლბი კოვინგტონთან დაიცვა. აღნიშნული ორთაბრძოლა მეხუთე რაუნდში მთავარმა მსაჯმა მარკ გოდარდმა ნაადრევად შეაჩერა. შედეგად უსმანს ტექნიკური ნოკაუტით მოგება ჩაეთვალა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ კოვინგტონმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გოდარტი გააკრიტიკა და მარცხი სწორედ ბრძოლის ბრიტანელ მსაჯს დააბრალა.