აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ტიტულის კანდიდატი კოლბი კოვინგტონი ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დოლანდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. 2018 წელს, როდესაც კოლბიმ რაფაელ დოს ანჯოსი დაამარცხა და დროებით ჩემპიონის ქამარს დაეუფლა, პრეზიდენტმა ტრამპმა ის თეთრ სახლში დაპატიჟა. მოგეხსენებათ 15 დეკემბერს კოვინგტონი ტიტულისთვის მოქმედ ჩემპიონთან კამარუ უსმანთან იბრძოლებს. ლას ვეგასის ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კოლბიმ ტრამპს პირობა მისცა, რომ უსმანს დაამარცხებს და ჩემპიონის ქამრით მასთან კიდევ ერთ ვიზიტს გამართავს.
„გამორიცხულია, რომ ტიტული მე არ დამრჩეს. მე ჩემპიონის ქამარს პრეზიდენტ ტრამპს მივუტან. მე ამ ჯილდოს ბრძოლის დასრულების შემდეგ პენსილვანიის ქუჩა 1600-ზე მოვიტან. მე არ გიღალატებთ.”
შეგახსენებთ, რომ კოლბი კოვინგტონს შერეულ ორთაბრძოლებში სულ 16 ბრძოლა აქვს გამართული და აქედან 15 მისი გამარჯვებით დასრულდა. ბოლო 7 ბრძოლიდან კოლბის ყველა აქვს მოგებული. ამერიკელმა დონ ჰიუნ კიმი, დემიენ მაია, რაფაელ დოს ანჯოსი და რობი ლოულერი დაამარცხა.
რაც შეეხება კამარუ უსმანს, ნიგერიელი ჩემპიონი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში წაუგებლად ასპარეზობს (10-0). მან დაამარცხა ლეონ ედვარდსი, დემიენ მაია, რაფაელ დოს ანჯოსი და ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი.