კოლბი კოვინგტონის თქმით, ხორხე მასვიდალი კამარუ უსმანის წინააღმდეგ ბრძოლას არ დათანხმდება
კოლბი კოვინგტონის თქმით, ხორხე მასვიდალი კამარუ უსმანის წინააღმდეგ ბრძოლას არ დათანხმდება

აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის რეიტინგის მეორე მებრძოლი კოლბი კოვინგტონი მიიჩნევს, რომ კამარუ უსმანისა და ხორხე მასვიდალის ბრძოლა არ შედგება.

მას შემდეგ, რაც უსმანსა და მასვიდალს შორის რამდენიმე დღის წინ შელაპარაკება მოხდა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ამ ორი მებრძოლის ბრძოლის ორგანიზებით არის დაკავებული და დიდი ალბათობით ეს დაპირისპირება მიმდინარე წლის ივლისში შედგება.

აღნიშნულ წონით დივიზიონში ტიტულის კიდევ ერთი პრეტენდენტი კოლბი კოვინგტონი მიიჩნევს, რომ მასვიდალს კონორ მაკგრეგორთან ბრძოლა სურს.

„ამჟამად მე მოთმინებით ველოდები ჩემს რემატჩს უსმანთან, ალბათ დამეთანხმებით, რომ მე ამ ბრძოლას ვიმსახურებ. რაც შეეხება ხორხე მასვიდალს, დამიჯერეთ ამ ადამიანს უსმანთან ბრძოლა არ სურს, ის კონტრაქტს ხელს არ მოაწერს. მასვიდალს კონორ მაკგრეგორთან დაპირისპირება სურს. ესაა რეალობა. მას დიდი ფულის მოპოვება უნდა.” – განაცახადა კოვინგტონმა ერთერთ სააგენტოსთან (bjpenn.com) საუბრისას.