კოლბი კოვინგტონი ლებრონ ჯეიმსზე - ის ჩემთან, ოქტაგონში 10 წამსაც კი ვერ გაძლებს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის მებრძოლმა კოლბი კოვინგტონმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი.
ლას ვეგასში გამართული UFC-ის ბოლო ქარდის (Vegas 11) მთავარი ბრძოლა სწორედ კოვინგტონსა და ტაირონ ვუდლის შორის შედგა. კოლბიმ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. შემდგომ პრესკონფერენციაზე კი მოძრაობა Black Lives matter გააკრიტიკა და მას ტერორისტული დაჯგუფება უწოდა. კოვინგტონს შეუმჩნევლად არც ლებრონ ჯეიმსი დაუტოვებია. როგორც ცნობილია, „მეფე“ მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია. კოლბიმ ჯეიმსს მშიშარა ლაჩარი უწოდა და განაცხადა, რომ დიდი სურვილით გამართავდა მასთან ბრძოლას ოქტაგონზე.
„ის ჩემთან გალიაში 10 წამსაც ვერ გაძლებს,“ – განაცხადა კოლბიმ. ამ თემასთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში სტატუსიც გამოაქვეყნა.
ჯეიმსმა კოვინგტონის კრიტიკას მალევე უპასუხა.
„ნებისმიერს შეუძლია შორიდან საუბარი და ენის ტრიალი, თუმცა ძირითადად 10-დან 10 შემთხვევაში, როდესაც საქმე საქმეზე მიდგება ისენი შარვალში ჩაისვრიან,“- განაცხადა ჯეიმსმა.