რამდენიმე დღის წინ ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი საღამო შედგა, სადაც 3 სატიტულო ბრძოლი გაიმართა. საღამოს მთავარი დაპირისპირება ნახევრად საშუალო (welterweight) წონით დივიზიონში გაიმართა. ტიტულისთვის ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი კამარუ უსმანი და კოლბი კოვინგტონი დაუპირისპირდნენ. ორთაბრძოლა ნიგერიელი გამარჯვებით დასრულდა. უსმანმა კოვინგტონი ტექნიკური ნოკაუტით ბრძოლის დასრულებამდე დააახლოებით 40 წამით ადრე დაამარცხა. რა თქმა უნდა კოლბი ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და მალევე მთავარი მსაჯი გუდარტი გააკტირიკა.
American Top Team-ის მფლობელი დენ ლამბერტი აცხადებს, რომ კოვინგტონი ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნებას გეგმავს.
„ის დაბრუნდა ფლორიდაში და ტრავმის მკურნალობა დაიწყო. მე ზუსტად ვიცი, რომ კოლბი ერთერთი საუკეთესო მებრძოლია და ის აუციელბლად დაბრუნდება. ყველამ იხილა, რომ უსმანთან ბრძოლა ბოლო რაუნდამდე თანაბარი იყო. კოლბის ხელი მოტეხილმა ყბამ შეუშალა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მსაჯმა ბრძოლა ნაადრევად შეწყვიტა. თქვენ შეგიძლიათ არ მოგწონდეთ კოლბი, თუმცა იმ ფაქტს ვერ გაექცევით, რომ ეს ადამიანი პლანეტაზე ერთერთი საუკეთესო მებრძოლია. და ის ამას აუცილებლად დაამტკიცებს“.