ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა კოკემ, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი გამოტოვოს.
როგორც „ატლეტიკოს“ პრესსამსახური წერს, მადრიდული კლუბის კაპიტანს ბარძაყის ტრავმა აწუხება, რომელიც ლა ლიგას ბოლო ტურში მიიღო. ფეხბურთელმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება ერთ-ერთ მადრიდულ კლინიკაში და ახლა, ექიმების ვერდიქტს ელოდება.
მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.