კობოურის „კარვინა“ გავარდა, ჭანტურიშვილის „ზლინმა“ საქმე გაირთულა #1TVSPORT
კობოურის „კარვინა“ გავარდა, ჭანტურიშვილის „ზლინმა“ საქმე გაირთულა #1TVSPORT

ჩეხეთის ჩემპიონატის აუტსაიდერთა ექვსეულში ორმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, სადაც გაირკვა, რომ ერთი მათგანის გუნდი დაქვეითდება.

კალვინას“ ძირითად შემადგენლობაში, გასვლაზე, „პარდუბიცის“ წინააღმდეგ დავით კობოურმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩი მასპინძელთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და პირველ ტაიმში გატანილი ორი გოლის წყალობით 2:0 მოიგეს.

ვახტანგ ჭანტურიაშვილიზლინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მეორე ტაიმში შეცვალეს „ბოჰემიანსთან“ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა მოულოდნელად 1:4 დათმო. ქართველის გუნდი აუსტაიდერთა ექვსეულს ლიდერობს, მაგრამ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გუნდმა მდგომარეობა გაირთულა.

საქმე ისაა, რომ „ზლინს“ 34 ქულა აქვს და ლიგაში ადგილის შენარჩუნება გარანტირებული არ აქვს, კობოურისკარვინას“ საკითხი კი გარკვეულია. გუნდმა 18 ქულა დააგროვა, „ტეპლიცეს“ (28)  და „ბოჰემიანსს“ (30) ვეღარ დაეწევა და მომდევნო სეზონს დივიზიონ 2-ში გაატარებს.