რუსეთის ქალაქ კასპიისკში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში კიდევ ერთი ქართველი იასპარეზებს.
რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) შვედი კ. ბერგი 2-1 დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლას განაგრძობს.
აქვე გეტყვით, რომ თორნიკე ძამაშვილმა (77 კგ) 0-4 დათმო მეოთხედფინალური დაპირისპირება რუსების 2-გზის ოლიმპიურ ჩემპიონ რომან ვლასოვთან.
ნახევარფინალები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.