კობიაშვილმა ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა

12:40, 05.03.2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსი შენდება, რომელიც 1 სტანდარტულსა და ერთ პატარა მოედანს, გასახდელებსა და 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას მოიცავს. ამასთან, განათების სისტემაც დამონტაჟდება.

ლევან კობიაშვილმა ვარკეთილში მშენებარე საფეხბურთო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სამუშაოებს ადგილზე ვარკეთილის მაჟორიტარ დეპუტატთან, რეზო სოხაძესთან ერთად გაეცნო.

ლევან კობიაშვილის თქმით, რომ ინფრასტრუქტურა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისით კვლავ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

“2018 წელს ინფრასტრუქუტურის განახლება ჩვენ აქტიურად დავიწყეთ. თუმცა, ბუნებრივია, ის რასაც ვაკეთებთ საკმარისი ვერ იქნება და ეს დრემდე ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება პირდაპირ დაკავშირებულია ინფრასტრუქტურასთან, რადგან ბავშვებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ითამაშონ ფეხბურთი. ეს პროექტიც, სწორედ ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაზეა ორიენტირებული“ – ამბობს ლევან კობიაშვილი.

მსგავსი