კობიაშვილი საქველმოქმედო მატჩზე მიიწვიეს - შემოსავლებით სლოვენიაში წყალდიდობით დაზარალებულებს დაეხმარებიან #1TVSPORT
საქართველოს ფეხბურთიოს ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფა-მ სლოვენიაში მიიწვია, სადაც წყალდიდობით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქველმოქმედო შეხვედრა გაიმართება – ინფორმაციას beinsports-ი ავრცელებს.
ფეხბურთის ვარსკვლავები წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებიან
„სლოვენიაში მომხდარი დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, ლუბლიანა ვარსკვლავების მონაწილეობით საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩს უმასპინძლებს. შეხვედრა ლუბლიანაში, „სტოჟიცეს“ სტადიონზე, 15 სექტემბერს, 22:00 საათზე გაიმართება.
უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა გამოიჩინა ინიციატივა, რათა დაეწყო თანხების მოზიდვა. მის მიწვევას ფეხბურთის ვარსკვლავების შთამბეჭდავი რაოდენობა გამოეხმაურა – მათ შორის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები.
ბილეთების გაყიდვიდან, მატჩების სპონსორებიდან და ინდივიდუალური შემოწირულობებიდან მიღებული მთელი შემოსავალი დაზარალებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხება. ორგანიზაცია უზრუნველყოფს, რომ დახმარება მიიღონ მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კატასტროფის შედეგად“, – ვკითხულობთ beinsports-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.
ლევან კობიაშვილის გარდა, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ჯანლუიჯი ბუფონი, პაოლო მალდინი, ხავიერ ძანეტი, ანდრეი შევჩენკო, ლუიშ ფიგუ, ზვონიმირ ბობანი, ოლივერ ბირჰოფი და მრავალი სხვა. გუნდებს უხელმძღვანელებენ ფაბიო კაპელო და მატიაჟ კეკი.