კობი მაინუმ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველი კობი მაინუ აპირებს, უარი თქვას ახალ კონტრაქტზე თავის ამჟამინდელ კლუბთან და სხვა ქვეყნის ჩემპიონატში გადავიდეს სათამაშოდ, – დაწერა გაზეთმა The Guardian-მა.
წყაროს ცნობით, ხელშეკრულების გაგრძელებაზე მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა.
ასევე აღნიშნავენ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა ღიაა ფეხბურთელის გაყიდვისთვის, რათა გამოასწოროს თავისი ფინანსური მდგომარეობა.
ამ სეზონში მაინუმ ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი „იუნაიტედთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.