ნიუ ორლეანთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ლოს ანჯელეს ლეიკერსს (30-31) მერვე ადგილზე მყოფ კლიპერსთან ზუსტად 3 მოგება აშორებს. ი ეს პი ენ-ის (ESPN) სპორტული ანალიტიკოსები ლეიკერსის პლეი ოფში მოხვედრის შანსებს 5.3 პროცენტით აფასებენ. ყველაფერთან ერთად გუნდის გამთამაშებელ ლონზო ბოლს გამოსაჯანმრთელებლად კიდევ 1 კვირა სჭირდება. ასევ რომ, საქმეები ლეიკერსს არც თუ ისე კარგად აქვს.
შეიძლება ითქვას, რომ ლებრონ ჯეიმსისთვის მიმდინარე სეზონი მთელი სპორტული კარიერის მანძილზე ყველაზე წარუმატებელია. ჯეიმსს საზარდულის ტრავმის გამო 17 მატჩის გამოტოვება მოუწია. იმ შემთხვევაში თუ მეფე წელს პლეი ოფში გასვლას ვერ შეძლებს, ეს 13 სეზონის შემდეგ პირველად მოხდება. ლეიკერსის ლეგენდა კობი ბრაიანტი ჟურნალისტებს შეხვდა და ლოს ანჯელესური გუნდის პრობლემებზე ისაუბრა. შავი მამბა აღნიშნავს, რომ ის ეთანხმება ლებრონ ჯეიმსს იმაში, რომ გონებაგაფანტულობის გამო მნიშვნელოვან შეხვედრებს ლეიკერსის დონის გუნდი არ უნდა აგებდეს.
კობის თქმით, გუნდში მოტივაციის პრობლემებია და ეს დაუშვებელია. სწორედ ამ პრობლემების შესახებ საუბრობდა ლებრონ ჯეიმსი მემფისთან წაგების შემდეგ.