„ლეიკერსის“ ლეგენდარულმა მცველმა კობი ბრაიანტმა ტელეწამყვან ჯიმი კიმელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება კალათბურთში დაბრუნდეს, თუ „ლეიკერსი“ კიდევ ორ მატჩს წააგებს. მოგვიანებით, ყოფილმა კალათბურთელმა დაამატა, რომ პირდაპირ ეთერში იხუმრა.
„თუ „ლეიკერსი“ კიდევ ორ შეხვედრაში დამარცხდება, მაშინ დაბრუნება მომიწევს“, – თქვა ბრაიანტმა.
NBA-ის ხუთგზის ჩემპიონმა ეს სიტყვები მას შემდეგ წარმოთქვა, რაც „ლეიკერსმა“ ახალი სეზონი სამიდან სამი წაგებით დაიწყო. თუმცა, კობის რომც არ ეხუმრა, კალათბურთში დაბრუნება არ მოუწევდა, რადგან მისმა მშობლიურმა კლუბმა მეოთხე შეხვედრაში, როგორც იქნა, მოიგო.