კობახიძე კობოურის ნაცვლად - საქართველოს ნაკრები მზადებას იწყებს #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული გუნდი 21 მარტს, ამხანაგური შეხვედრებისთვის საწვრთნელ შეკრებას იწყებს. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ქალაქ სარაევოში მოემზადება.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩებისთვის მოსამზადებლად 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. სფფ-ს ცნობით, ვილი სანიოლის მიერ გამოქვეყნებულ სიას ტრავმის გამო ჩეხეთის „კარვინას“ ქართველი ლეგიონერი, დავით კობოური გამოაკლდა, რომელიც ჩეხეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით კობოურს ბათუმის „დინამოს“ მცველი მამუკა კობახიძე შეცვლის.
საქართველოს ნაკრები 25 მარტს, სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს კი, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ალბანეთს ტირანაში შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის ამხანაგური მატჩებისთვის:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)
ნახევარდაცვა: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი, საქართველო), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი, სამხრეთ კორეა)
თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)