კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე „ბაიერნის“ მეტოქე გაირკვა

06:37, 05.02.2021

ყატარში კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმართა მეორე მეოთხედფინალი და გაირკვა მიუნხენის „ბაიერნის“ მეტოქე ნახევარფინალში.

ეგვიპტის „ალ აჰლისა“ და ყატარის „ალ-დუჰაილის“ მატჩში ეგვიპტურმა კლუბმა ერთადერთი გოლის წყალობით გაიმარჯვა. მისი ავტორი 30-ე წუთზე ჰუსეინ ელ-შაჰათი გახდა.

ასე რომ, აფრიკის ჩემპიონი „ალ-აჰლი“ 8 თებერვალს, თბილისის დროით 22 საათზე ნახევარფინალში ევროპის საუკეთესო გუნდს „ბაიერნს“ შეხვდება. ერთი დღით ადრე, ასევე 22 საათზე დაიწყება პირველი ნახევარფინალი: კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი „პალმეირასი“ კონკაკაფის ჩემპიონს „ტიგრესს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი