კლოპმა უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვს პრემიერლიგის მოგების პირობა მისცა
ინგლისის პრემიერლიგის 30-ე ტურში „ლივერპული“ დერბის გამართავს „ევერტონის“ წინააღმდეგ – მატჩი კვირას, 21 ივნისს ჩატარდება.
მერსისაიდული კლუბის პატარა ფანმა უილიამ უოტკინსმა საშინელი დიაგნოზი მიიღო – ტვინის კიბო. ქიმიოთერაპიის გარეშე, ბიჭი რვა კვირასაც ვერ იცოცხლებს.
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაიგო ამის შესახებ და ბიჭს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას ყოველ მატჩში ტიტულისთვის ბრძოლას დაპირდა.
„სალამი, უილიამ! გავიგე, რომ „ლივერპულის“ ფანი ხარ. ალბათ მიცნობ, მე იურგენ კლოპი ვარ, შენი გუნდის მწვრთნელი და შეტყობინება სპეციალურად შენთვისაა.
გავიგე, რომ რთული დროება გაქვს. ბოდიში, რომ შეგახსენე ამის შესახებ. ძალიან გითანაგრძნობ, თუმცა, მე გუნდთან ერთად შემიძლია ავამაღლო შენი განწყობა, პრემიერლიგა ბრუნდება. ჩვენ ისევ ვითამაშებთ. შენთვის. არა მარტო შენთვის, მაგრამ განსაკუთრებით შენთვის.
ბიჭებს შენს შესახებ მოვუყვები და იმედია, გამოგივა ბრძოლისთვის ძალების მონახვა – ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, შენი იურგენ კლოპი. და არ დაივიწყო, შენ არასოდეს იქნები მარტო“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები გაზეთ „მირორს“.