„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი გამოეხმაურა გერმანიის ნაკრების სპორტული დირექტორის რუდი ფიოლერის სიტყვებს. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ განიხილავს კლოპს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
„ყველა იმედოვნებს, რომ იულიან ნაგელსმანი გააგრძელებს გერმანიის ნაკრების გაწვრთნას უფრო დიდხანს, ვიდრე 2026 წლამდე. რუდი ფიოლერმა შესაძლო კანდიდატად დამასახელა? რუდი – კარგი პიროვნებაა. ის ჩააყენეს ისეთ მდგომარეობაში, რომ იძულებული გახდა ასეთი რამ ეთქვა“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები Bayern & Germany-ის.