„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გაამხილა, თუ რატომ ურჩევნია თამაშების დროს სპორტულ კოსტუმში მუშაობა.
„ეს უკავშირდება „მაინცში“ მუშაობის პერიოდს. მე ვიყავი ფეხბურთელი, მომდევნო დღეს კი მწვრთნელი გავხდი. გასახდელში მოიძებნებოდა ერთი კოსტუმი, მაგრამ მე ის არ მომერგო.
არასოდეს მიფიქრია საკუთარ გარეგნობაზე და ჩაცმის სტილზე. ვიცი, ეს გარკვეულწილად მიუღებელია, რადგან მილიონობით ხალხი გვიყურებს. როცა „დორტმუნდში“ მივედი, გავიფიქრე: „შესაძლოა, რაღაცის შეცვლა მჭირდება“. გარკვეული ხანი ჯინსებითა და პერანგით დავდიოდი თამაშებზე, მაგრამ თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი“, – განუცხადა კლოპმა „გარდიანს“.
გარდა ამისა, გერმანელმა სპეციალისტმა დაასახელა პრემიერლიგის ყველაზე მოდური მწვრთნელი.
„მიმაჩნია, რომ გვარდიოლა – ყველაზე მოდური მწვრთნელია პრემიერლიგაში. ყველაფერი, რასაც ის ატარებს, შესანიშნავად აქვს მორგებული. პეპი არ ატარებს კოსტუმებს და უპირატესობას ყოველდღიურ ტანსაცმელს ანიჭებს“, – აღნიშნა კლოპმა.