კლოპმა აღიარა, რომ ონლაინ ვარჯიშებზე დაგვიანებისთვის მოთამაშეებს აჯარიმებს
„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ახერხებს კლუბში დისციპლინის შენარჩუნებას კარანტინის დროს, როცა იგი მხოლოდ ონლაინ ვარჯიშებს ატარებს. „ჩვენ როდესაც ვარჯიშს 10 საათზე ვნიშნავთ, „ჩათი“ 9:30-იდან გახსნილია და მაგ დროისთვის თითქმის ყველა ვიკრიბებით. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ცოტა ქაოსური მდგომარეობა იყო, მაგრამ მერე ყველა მივეჩვიეთ. ამჟამად ისეთი სიტუაციაა, რომ ვინც დააგვიანებს „ზუმის“ სეანსზე ჯარიმას გადაიხდის. ყველა ცდილობს დროულად შემოგვიერთდეს და ონლაინ ვარჯიშს დაესწროს. ეს საუკეთესო ვარიანტია რისი გაკეთებაც ამ ეტაპზეც შეგვიძლია. წარმოიდგინეთ 80-იან წლებში ესეთი ტექნიკური შესაძლებლობები რომ ყოფილიყო, ეს ხომ სრული სიგიჟე იქნებოდა“ – ამბობს კლოპი.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში პანდემიად გამოცხადებული კოვიდ19-ის გამო თითქმის ყველა სპორტში ასპარეზობები შეჩერებულია.