კლოპის წასვლის შემდეგ, შესაძლოა, „ლივერპული“ რამდენიმე წამყვანმა მოთამაშემაც დატოვოს #1TVSPORT
მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის გუნდიდან წასვლის შემდეგ, შესაძლოა, „ლივერპული“ ვირჯილ ვან დეიკმა, ტრენტ-ალექსანდერ არნოლდმა და მოჰამედ სალაჰმაც დატოვონ.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მერსისაიდელების ეს წამყვანი სამი მოთამაშე სეზონის ბოლოს „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებს არ აპირებს – მათი ხელშეკრულება 2025 წლამდეა ძალაში.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს სწორედ „ლივერპული“ ლიდერობს და უახლოეს მდევრებს – „მანჩესტერ სიტის“, „არსენალსა“ და „ასტონ ვილას“ ხუთი ქულით ასწრებს.