კლოპის მთავარი სამიზნე ლევანდოვსკია - „ლივერპული“ დიდი ტრანსფერისთვის ემზადება #1TVSPORT
„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს ზაფხულში რობერტ ლევანდოვსკის დამატება სურს, – ამის შესახებ ესპანური გამოცემა fichajes წერს.
წყაროს ცნობით, პოლონელმა ფეხბურთელმა მიუნხენის „ბაიერნის“ მენეჯმენტს გუნდიდან წასვლის შესახებ უკვე მიმართა. 33 წლის თავდამსხმელს ახალი გამოწვევები სურს, ინგლისის პრემიერლიგა კი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია, სადაც მას უფრო მეტის დამტკიცება შეუძლია.
გასათვალისწინებელია ასევე ისიც, რომ ლევანდოვსკის კლოპთან მუშაობის უდიდესი გამოცდილება აქვს. „დორტმუნდში“ ყოფნის პერიოდში სწორედ გერმანელმა სპეციალისტმა აქცია პოლონელი მსოფლიო ვარსკვლავად.
პრესაში არაერთხელ დაწერილა იმის შესახებ, რომ მერსისაიდული კლუბი ზაფხულში დიდ ტრანსფერებს გეგმავს.
ლევანდოვსკი ამ სეზონშიც შეუჩერებელია და 10 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.