კლოპის ექს-ასისტენტი "არსენალის" მომავალ მწვრთნელად სახელდება
კლოპის ექს-ასისტენტი "არსენალის" მომავალ მწვრთნელად სახელდება

ინგლისული პრესის ინფორმაციით, “ლივერპულის ” მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის ყოფილი ასისტენტი ჟელკო ბუვაჩი, შესაძლოა, “არსენალის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ყველასთვის მოულოდნელად, 56 წლის ბუვაჩმა “ლივერპულის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად, მასსა და კლოპს შორის კონფლიქტი დასახელდა. ბოსნიელი 17 წლის განმავლობაში იურგენ კლოპის უცვლელი ასისტენტი იყო.

“არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ერთ კანდიდატად “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს თანაშემწეს, 42 წლის რუი ფარიასაც ასახელებენ. ჟურნალისტები წერენ, რომ ამგვარი სავარაუდო კანდიდატები იქიდან მოდის, რომ “არსენალის” ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს, დიდი თანხა არ დახარჯოს ახალი მწვრთნელის ხელფასზე.