„ლივერპულის“ გერმანელმა მთავარი მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2019/2020 წლების სეზონის გაუქმების თაობაზე უკმაყოფილება გამოთქვა.
„ზოგიერთები სეზონის გაუქმების მოთხოვნით გამოდიან, მაგრამ ჩვენ მთელი გზის 76 პროცენტი უკვე გავლილი გვაქვს. ადამიანებს უნდათ, უბრალოდ აიღონ და წაშალონ ყველაფერი, რაც მე ძალიან არასამართლიანად მიმაჩნია“, – მოჰყავს კლოპის სიტყვები Goal.com-ს. – „ჩვენ სატურნირო ცხრილში დამაჯერებლად ვლიდერობთ და წელს ჩემპიონები უნდა გავხდეთ“
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 2019/2020 წლების სეზონის 29 ტურის შემდეგ „ლივერპული“ 82 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ სიტის“ 25 ქულით უსწრებს.