„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში საკუთარი გუნდის პოზიცია შეაფასა.
„დარწმუნებული ვარ, რომ გვარდიოლაც დამეთანხმება – ნორმალური სეზონის პირობებში „სიტისგან“ 16 ქულის დაშორებით არ ვიქნებოდით, – ციტირებს მერსისაიდელების გერმანელი დამრიგებელის სიტყვებს Goal . – თუმცა, ჩვენ 16 ქულით უკან ვართ და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ.
მიმდინარე სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი არ არის, რომ „სიტის“ დავეწიოთ, არამედ, ზოგადად, როგორ სიმაღლეზე ავალთ“, – მიაჩნია იურგენ კლოპს.
პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მერსისაიდელები მათთვის უჩვეულო, მეექვზე ადგილზე იმყოფებიან, ტურნირს კი 56 ქულით „სიტი“ ლიდერობს.