„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. „ნაპოლის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის გახსნით მატჩში არბიტრმა 82-ე წუთზე მერსისაიდელთა კარში პენალტი დანიშნა, რისი მიზეზიც ენდი რობერტსონის მიერ საკუთარ საჯარიმოში ხოსე კალიეხონის წაქცევა გახდა.
გადაწყვეტილების მისაღებად მსაჯებს ვიდეოგამეორების გამოყენება დასჭირდათ.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი არსებობს. თუ ფეხბურთელი მანამ იწყებს დაცემას გაზონზე, სანამ მცველთან კონტაქტი იქნება, ეს პენალტი არ არის“, – ამბობს კლოპი. – „ჩემზე ამბობენ, რომ წაგება არ ვიცი, თუმცა ასე არ არის. მარცხი ნამდვილად არ მიყვარს, მაგრამ ბევრ შემთხვევაში ამას ვეგუები. გადაწყვეტილებას ადამიანები იღებენ და სანამ ასეა, ნამამდე შეცდომის ალბათობაც არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ მატჩი „ნაპოლისა“ და „ლივერპულს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.