„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგაზე „ნაპოლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ლივერპულში ინგლისური და იტალიური კლუბების დაპირისპირება ანგარიშით 1:1 დამთავრდა.
„ჩვენ მთლიანობაში ერთი თუ ორი საგოლე მომენტის შექმნა მოვახერხეთ, რაც დღეს საკმარისი არ აღმოჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენს ხელშია. ზალცბურგში მოსაგებად ჩავალთ“, – ციტირებს უეფას ოფიციალური გვერდი კლოპს. – „მე ჩემი ბიჭების პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთით ძალიან უკმაყოფილო ვარ. ადვილი შეხვედრის მეორე ნახევარიც არ გამოვიდა. ჩვენ მთელი თამაშის განმავლობაში ვცდილობდით, ისინი წნეხის ქვეშ გვყოლოდა, მაგრამ „ნაპოლიმ“ თავი შესანიშნავად დაიცვა“ – დაასრულა „ლივერპულის“ გერმანელმა დამრიგებელმა.